ლინას ლინკევიჩუსი - მოვუწოდებთ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმების წვდომა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს
ლინას ლინკევიჩუსი - მოვუწოდებთ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმების წვდომა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს

მოვუწოდებთ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმების წვდომა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დამოუკიდებელ სადამკვირვებლო მექანიზმებზე უარის თქმა გაერო-ს მუშაობას აფერხებს.

„გაერო-ს არსებობის მიზანს წარმოადგენს მშვიდობის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის დაცვა და გლობალურად სოციალური პროგრესის უზრუნველყოფა. მსურს განვაცხადო, რომ ჩემი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და მისი ოფისის მანდატსა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმების წვდომა იმ ტერიტორიებზე, სადაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. წვდომაზე უარის თქმა აფერხებს გაერო-ს მუშაობას. ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მეტი ნდობა ჩვენს მიერვე შექმნილი მექანიზმებისადმი“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 

დატოვე კომენტარი