უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბეს
ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დაბომბეს, 12-მდე აფეთქება დაფიქსირდა ხარკოვშიც, – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, მტერს ოთხი მიმართულებით არ მისცეს წინსვლის საშუალება და აიძულეს უკან დახევა – სვალიანსკის, ბახმუტის ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, რუსული ძალებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს ხარკოვისა და იზიუმ-სლავიანსკის ტერიტორიები წარმოადგენს. ასევე სევერსკ-ლისიჩანსკი და ბახმუტი და ოკუპანტები სწორედ ამ მიმართულებით ცდილობენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას.