უკრაინის გენშტაბი რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ მონაცემებს ავრცელებს
„ბაირაქტარმა“ ოთხი რუსული სამხედრო კოლონა გააჩერა, მტრის საერთო დანაკარგი კი უკვე თითქმის თორმეტი ათასია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ოპერაცია სუმის ოლქში სატანკო კოლონების წინააღმდეგ განახორციელა.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის არმიამ რუსული საოკუპაციო ჯარების 12 000-მდე ჯარისკაცი გაანადგურა.
მათივე ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინაში ასევე დაკარგა 303 ტანკი, 1 036 ჯავშანტრანსპორტიორი, 56 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 27 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 474 საავტომობილო ტექნიკა, სამი კატარღა, 60 საწვავის ავზი და შვიდი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.