უკრაინამ ევროკავშირს 140-კაციანი სია გადასცა, რომელშიც ანექსირებულ ყირიმში პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზატორები შეიყვანეს
უკრაინამ ევროკავშირს 140-კაციანი სია გადასცა, რომელშიც ანექსირებულ ყირიმში პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზატორები შეიყვანეს

უკრაინამ ევროკავშირს 140-კაციანი სია გადასცა, რომელშიც ის პირები მოხვდნენ, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზატორები შეიყვანეს.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ეს ნუსხა ევროპელ დიპლომატებს ბრიუსელში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა.

„ჩვენ გადავეცით ევროპელ დიპლომატებს 140-კაციანი სია, რომელშიც ყირიმში არჩევნების ორგანიზატორები მოხვდნენ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო სამქეთა სამინისტროს პოლიტიკურმა დირექტორმა ალექსეი მაკეევმა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინა სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც ამ პროვოკაციაში მონაწილობდა. ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ყირიმში ჩატარებული არჩევნები უკანონოა და ამასთან, მისი შედეგები ფალსიფიცირებული.