ვლადიმერ პუტინი 18-19 მარტს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩავა

17:53, 17.03.2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 მარტს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩავა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული ყირიმის რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დეფაქტო ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ამას გარდა, რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის ხიდის მშენებლებს დააჯილდოებს. ხიდის საავტომობილო ნაწილი ექსპლუატაციაში 2018 წლის მაისში შევიდა, 2020 წლის ივნისში იგეგმება ხიდზე სატვირთო მატარებლების გაშვება.

მსგავსი