რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიიდან ცხრა წელი გავიდა
რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიიდან ცხრა წელი გავიდა. 2014 წლის 16 მარტს ყირიმსა და სევასტოპოლში ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგებით, რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა.
ე.წ. რეფერენდუმში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ, რომლის დროსაც რეფერენდუმის მოწინააღმდეგე აქტივისტები დააკავეს და გაიტაცეს. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა რუსი სამხედროების მონაწილეობას ნახევარკუნძულზე განვითარებულ ამ მოვლენებში.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო და მრავალი ქვეყანა, ე.წ. რეფერენდუმს ეწინააღმდეგებოდნენ და მას უკანონოდ მიიჩნევდნენ, ხოლო რუსეთმა ცნო „რეფერენდუმი“.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვინც ყირიმში უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, პატიმრობა ემუქრება.