რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმში უკრაინის ჯაშუში დააკავეს
რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმში უკრაინის ჯაშუში დააკავეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკრაინის ჯაშუში დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ეროვნებით რუსი ქალის დაკავების ოპერაცია ქალაქ სევასტოპოლში ჩატარდა, რომელსაც ღალატში ედება ბრალი.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სევასტოპოლის მცხოვრები უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და მათი დავალებით იგი საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.