საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით, უფლისციხის ეროვნულ ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა.
ტურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ აუდიო ვერსიის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა – რადიო-გიდი.
უფლისციხის სტუმრებს საშუალება აქვთ სხვადასხვა ენაზე მოისმინონ მათთვის საინტერესოდ მოთხრობილი ისტორია ადრინდელი ანტიკური ხანის ნაქალაქარის შესახებ. ასევე, რადიო-გიდის საშუალებით ისინი მარტივად შეძლებენ თითქმის 4 ჰექტარზე არსებული ნაკრძალის ტერიტორიის დათვალიერებას.