უფლისციხეში კლდიდან შვიდი წლის ბავშვი გადმოვარდა
უფლისციხეში კლდიდან შვიდი წლის ბავშვი გადმოვარდა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში კლდიდან მოზარდი გადმოვარდა. შვიდი წლის ბიჭი ესტონეთის მოქალაქეა. მუზეუმის თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკა „გორმედში“ მოზარდს გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში, იაშვილის კლინიკასი გადმოიყვანეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის არეში აქვს დაზიანებები, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ბავშვს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, ხოლო თბილისში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.

დატოვე კომენტარი