გორის სოფელ უფლისციხეში აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

16:01, 17.09.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო ცენტრ „გორმედსა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი