გორის სოფელ უფლისციხეში აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში აირის კომპრესორის გახეთქვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო ცენტრ „გორმედსა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.