„ბიბისი“ – სუპერბოულის აღლუმზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

01:09, 15.02.2024

სუპერბოულში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შემთხვევა კანზას სიტიში, მისურის შტატში მოხდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, სულ მცირე, 10 ადამიანია დაშავებული.

პოლიციის ცნობით, დააკავეს ორი შეიარაღებული პირი.

მსგავსი