კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს

ეპიდემიური ვითარების წარმოქმნის რისკის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებზე ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს, – ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს.

„მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკის გამორიცხვის შემდეგ, კომპლექსებზე დამთვალიერებელთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განახლდება, რის შესახებ სააგენტო ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. თავიდან ავიცილოთ ვირუსის ფართომასშტაბიანი და უკონტროლო გავრცელება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი