უეფა-ს ოფიციალური განცხადება - დანია-ფინეთის მატჩი გადაიდო #1TVSPORT
ევრო 2020-ის B ჯგუფის მატჩი, დანია-ფინეთი, რომელიც 42 წუთზე შეწყდა, გადადებულია. ამის შესახებ უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში გამართული მატჩისას მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.
მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კოპენჰაგენის სტადიონის ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ერიკსენის ჯანმრთელობის შესახებ. მატჩის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.