ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი მეშახტე აგრძელებს, მესამე პაციენტი უკვე გაწერეს, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება 55 წლის გიორგი ნიქაბაძე, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, მერაბ აშოთიას, მას საავადმყოფოდან დღის ბოლომდე გაწერენ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.