ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რომელთაგან ექვსი სამართალდამცველია, დაშავებულთა ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რომელთაგან ექვსი სამართალდამცველია, დაშავებულთა ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაეწერა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამოქალაქო პირები.

უწყების ცნობით, დაშავებულების ნაწილი უკვე გაეწერა კლინიკებიდან.