ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა
Gaza tower housing AP, Al Jazeera collapses after missile strike in Gaza city, May 15, 2021. REUTERS/Mohammed Salem TPX IMAGES OF THE DAY
ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ავიაიერიშებს 1 900 ადამიანი ემსხვერპლა, 7 696 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციის ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 614 ბავშვი და 370 ქალია.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მსხვერპლთა რიცხვი 49-ს აღწევს, დაშვებულების რაოდენობა კი, 950-ს აჭარბებს.