ფშაველი-თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ერთ ადამიანს.
სამაშველო სამუშაოების გამო, დღეს დილიდან ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე გადაიკეტა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან 27 ივლისს გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.