თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „კამაზის“ ტიპის მანქანა დიდი სიმაღლიდან გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ უწყებაში შესულია შეტყობინება თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე გასულები არიან სამაშველო ბრიგადები.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.