თუშეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
ფშაველი-თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ერთ ადამიანს.
სამაშველო სამუშაოების გამო, დღეს დილიდან ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე გადაიკეტა.
