თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შრი-ლანკაზე მომხდარი „მთელ კაცობრიობაზე თავდასხმაა“. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
„მკაცრად ვგმობ შრი-ლანკაზე აღდგომაზე მომხდარ თავდასხმას. ეს მთელ კაცობრიობაზე თავდასხმაა. თურქი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს რეჯეფ ტაიფ ერდოღანი.
შრი-ლანკაზე ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შედეგად 185 ადამიანი დაიღუპა. 300-ზე მეტი საავადმყოფოებში რჩება.