თურქეთის გენშტაბი - სირიაში, აფრინისა და აზაზის რეგიონებში 1 439 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა
თურქეთის გენშტაბი - სირიაში, აფრინისა და აზაზის რეგიონებში 1 439 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა

სირიაში, აფრინისა და აზაზის რეგიონებში 1 439 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ავიაიერიშების შედეგად 70-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ქურთული საინფორმაციაო სააგენტო Firat-ის ცნობით, სირიის ჩრდილოეთში თურქეთის შეჭრის შემდეგ 862 თურქი ჯარისკაცი და მათი მოკავშირეა მოკლული.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. ოპერაცია ძირითადად ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული და სასაზღვრო ზონაში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად.