სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზში, დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზში, დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

სირიაში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ აზაზში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, ბაზარში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქება მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებისას მოხდა, როდესაც, ჩვეულებრივ, ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.