სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა

00:11, 02.04.2024

სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაღუპულებს შორის არიან გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი.

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მკაცრად დაგმო თავდასხმა.

მსგავსი