ვლადიმირ მედინსკი – გავიდა მრავალი წელი და საბოლოოდ ევროპის უსაფრთხოების საკითხმა მოიპოვა მნიშვნელობა, რომ მისი მოგვარებაა საჭირო
გავიდა მრავალი წელი და საბოლოოდ ევროპის უსაფრთხოების საკითხმა მოიპოვა მნიშვნელობა, რომ მისი მოგვარებაა საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვლადიმირ მედინსკიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მედინსკის განცხადებით, რუსეთს ევროპაში უსაფრთხოების საკითხი არაერთხელ დაუყენებია. მისივე თქმით, მოლაპარაკებებში ამერიკული მხარე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.
რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს გულწრფელი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ადამიანები უწოდა.
„ამიტომ ჩვენ მათ როლს დადებითად ვაფასებთ, თუმცა მთავარი ის კი არ არის, როგორ ვაფასებთ მათ, არამედ ის, რამდენი სიცოცხლე გადარჩება მათი აქტიური მედიატორული მისიის შედეგად. სწორედ ამიტომ მათი ძალიან მადლიერები ვართ“, – განაცხადა მედინსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, აბუ დაბიში რუსეთის დელეგაციას ევროპელ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ დღეებში ასევე იმყოფებოდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
„არა, მათთან არ გვისაუბრია. ჩვენ ნამდვილად არ გვესმის, რა სტატუსით იმყოფებიან ისინი აქ. მოლაპარაკებები სამმხრივია“, – აღნიშნა ვლადიმირ მედინსკიმ.