ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, შემდეგ კი დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრებიან

16:20, 11.11.2026

სამმხრივი მოლაპარაკებების მონაწილე ჯარედ კუშნერი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან, რათა აბუ დაბიში განხილული საკითხები შეაჯამონ და სადავო თემებზე პოზიციების დაახლოებას შეეცადონ. ამის შესახებ ჯარედ კუშნერმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვში შეხვედრის შემდეგ ამერიკელი წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ზელენსკი ირლანდიის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კუშნერმა აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს შინაარსიანი, თუმცა რთული უწოდა. მისი განცხადებით, მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს, რაც ხანგრძლივი ომის პირობებში მოსალოდნელიც იყო.

მსგავსი