მედიის ცნობით, ალეპოსთან ისრაელის საჰაერო თავდასხმების სერიას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის „ჰეზბოლას“ ხუთი წევრი
მედიის ცნობით, ალეპოსთან ისრაელის საჰაერო თავდასხმების სერიას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის „ჰეზბოლას“ ხუთი წევრი

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა საჰაერო თავდასხმების სერია სირიის ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე განახორციელა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედროებს შორის.

„როიტერი“ წერს, რომ ისრაელის თავდასხმისას დაიღუპა 38 ადამიანი, მათ შორის ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ხუთი წევრი.

მანამდე სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პერსონალი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და მებრძოლმა ჯგუფებმა ალეპოზე თავდასხმები განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.