თურქეთის გენშტაბი - აფრინის რეგიონში 1 369 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა
აფრინის რეგიონში, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 1 369 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
თურქეთის ვიცე-პრემიერის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში, თურქი სამხედროები სამოქალაქო მსხვერპლის პრევენციას მაქსიმალურად ცდილობენ.
თურქი მაღალაჩონოსანი ასევე ამბობს, რომ ოპერაცია ტერორისტული საფრთხის გაქრობამდე გაგრძელდება.
ქურთული სააგენტო Firat-ის ინფორმაციით, აფრინის რეგიონში თურქმა სამხედროებმა ორი სოფლისა და ერთი სტრატეგიული სიმაღლის დაკავება სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს. შეტაკებების შედეგად კი 23 თურქი ჯარისკაცი და მათი მოკავშირე დაიღუპა. სააგენტო ასევე წერს, რომ Atme-ს მიგრანტთა ბანკს თურქეთის არმია ფარად იყენებს.