რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სირიის ქალაქ აფრინს დღის ბოლომდე აიღებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სირიის ქალაქ აფრინს დღის ბოლომდე აიღებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სირიის ქალაქ აფრინს დღის ბოლომდე აიღებს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში თურქმა სამხედროებმა 3 344 ტერორისტის ლიკვიდირება შეძლეს.

ქვეყნის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 მარტს თურქმა სამხედროებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს.

სირიის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონ აფრინში, სადაც 1,5 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო.