იბრაჰიმ კალინი - თუ აშშ-ი პირობებს შეასრულებს, ანკარა და ვაშინგტონი მანბიჯის ირგვლივ უსაფრთხოების ზონას შექმნიან
იბრაჰიმ კალინი - თუ აშშ-ი პირობებს შეასრულებს, ანკარა და ვაშინგტონი მანბიჯის ირგვლივ უსაფრთხოების ზონას შექმნიან

ანკარა და ვაშინგტონი ქალაქ მანბიჯის ირგვლივ უსაფრთხოების ზონას იმ შემთხვევაში შექმნიან, თუ აშშ-ი პირობებს შეასრულებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

იბრაჰიმ კალინის თქმით, შეთანხმება სავალდებულოა და სახელმწიფო მდივნის ცვლილება მასზე გავლენას არ მოახდენს.

თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აფრინში მიმდინარე ოპერაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ თურქეთი ქალაქის სირიის მთავრობისთვის გადაცემას არ აპირებს.