აფრინში ქურთების მხარეს მებრძოლი ბრიტანეთის მოქალაქე, ანა კემპბელი დაიღუპა
აფრინში ქურთების მხარეს მებრძოლი ბრიტანეთის მოქალაქე, ანა კემპბელი დაიღუპა

აფრინში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ქურთების მხარეს მებრძოლი ბრიტანეთის მოქალაქე, ანა კემპბელი ემსხვერპლა.

კემპბელი „სახალხო თავდაცვითი შენაერთის“ პირველი უცხოელი მოხალისეა, რომელიც აფრინის ოპერაციის დროს დაიღუპა.

ქურთული სააგენტოები წერენ, რომ 26 წლის ანა კემბპელი, აღმოსავლეთ ესექსიდან სირიაში 2017 წლის მაისში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ჩავიდა და ქურთული „სახალხო თავდაცვითი შენაერთის“ ქალთა ბატალიონს შეუერთდა.

ბრიტანეთის მოქალაქე სამხედრო კოლონის გადაადგილებისას დაბომბვაში მოყვა.

თურქეთის არმია და „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრები აფრინის ცენტრში 18 მარტის დილას შევიდნენ.

თურქეთმა ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო.