გაერო-ში სირიის ელჩი - სირიის ხელისუფლებას ქვეყნის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება სურს
გაერო-ში სირიის ელჩი - სირიის ხელისუფლებას ქვეყნის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება სურს

სირიის ხელისუფლებას ქვეყნის მთელი ტერიტორიის, მათ შორის გოლანის, აფრინის, რაქასა და იდლიბის გათავისუფლება სურს. ამის შესახებ გაერო-ში სირიის ელჩმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ბაშარ ჯააფარიმ 2016 წელს ალეპოს ბრძოლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამარჯვების მოპოვება სირიის არმიის მსხვერპლშეწირვისა და მოკავშირე ქვეყნების დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

სირიელი დიპლომატის თქმით, აღმოსავლეთ ღუტაში მოსახლეობის ევაკუაციას განზრახ აფერხებენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. ჯააფარიმ ასევე აღნიშნა, რომ ღუტას რაიონები ალეპოს მსგავსად გათავისუფლდა და ტერორისტული ორგანიზაციები დამარცხდნენ.