ცენტრალურ მალიში, სავარაუდოდ ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა
ცენტრალურ მალიში, სავარაუდოდ ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა

ცენტრალურ მალიში, სავარაუდოდ ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 სამხედრო გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მალის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი თავდასხმა გვიან ღამით ქალაქ სოკურაში მდებარე სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. გარდაიცვალა ცხრა ჯარისკაცი. კიდევ სამი სამხედრო ბაზის მახლობლად მოკლეს, როდესაც ისინი შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

დატოვე კომენტარი