თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა
თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გაიხსნა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“, რომელიც სასულიერო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს, მთარგმნელს, თელავის სასულიერო სემინარიის დამაარსებელს, გაიოზ რექტორს მიეძღვნა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

თსუ-ს ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, გენდერი, მიგრაცია. კონფერენციას ესწრებოდნენ და მოხსენებები წაიკითხეს მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, უცხოელმა მეცნიერებმა“, – აღნიშნულია თსუ-ს ინფორმაციაში.