თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულ საპატიო დოქტორს, ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა. ფასდაუდებელია უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის, ერის ერთიანობის, სულიერი მხნეობისა და სიკეთის მაგალითია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი პატივითა და სიყვარულით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია თსუ-ის მილოცვაში.