თსუ-ს პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

19:54, 15.12.2023

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, თსუ-ს ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყვეს პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირისკენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი