საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, თსუ-ს ეზოში შეკრებილმა რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსვლელობა მოაწყვეს პირველი კორპუსის ეზოდან რუსთაველის გამზირისკენ და კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ ზეიმში მიიღეს მონაწილეობა.