„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ - დავიკავეთ თსუ-ს კანცელარია, ვითხოვთ, შეწყდეს ოჯახების გამოსახლება, დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია 
„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ - დავიკავეთ თსუ-ს კანცელარია, ვითხოვთ, შეწყდეს ოჯახების გამოსახლება, დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია 

დავიკავეთ თსუ-ს კანცელარია, ვითხოვთ, შეწყდეს ოჯახების გამოსახლება, დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, – ამის შესახებ აღნიშნულია „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ განცხადებაში.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ასევე ითხოვენ, გაიფიცოს უნივერსიტეტი, ვიდრე ჩიქობავა და ხასაია არ გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

„შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კეკელიძის ქუჩაზე ძალადობრივი გზით პოლიციამ გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი უკანასკნელი საცხოვრებლიდან. პოლიციამ სახალხო სოლიდარობას დაუპირისპირა ხისტი და უკანონო ძალმომრეობა, რის პასუხადაც აკაკიმ და გიორგიმ დააზიანეს აღსრულების პოლიციის მანქანა. ურო, რომლითაც აღსრულების პოლიცია ოჯახს კარს უმტვრევდა, გამოდგა ამ უკანონობაზე წინააღმდეგობის იარაღი.

აკაკი და გიორგი სწორედ სოლიდარობისთვის დააკავეს.

გუშინ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვიტილება, მათ არ გაითვალისწინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობა და აკაკი და გიორგი დატოვეს პატიმრობაში.

ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის კანცელარიას და ვითხოვთ, შემოგვიერთდეს პროფესურა, გაიფიცოს უნივერსიტეტი მანამ, სანამ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა არ გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობისგან და არ შეჩერდება დაგეგმილი გამოსახლებები.

ოჯახის უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება და ამის მიმართ სოლიდარული ხალხის დაკავება არის პირდაპირი შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურად გვავალიანებს და ცდილობს, წაგვართვას მომავალი. ჩვენ და ჩვენი მეგობრები ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ. შეწყდეს გამოსახლებები. თავისუფლება სამართლიანობისთვის მებრძოლ უსამართლოდ დაკავებულ აკაკის და გიორგის“, – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.