ტომპსონის 10 სამქულიანი და გოლდენ სტეიტის იოლი გამარჯვება (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში მორიგი მატჩები გაიმართა. გოლდენ სტეიტ ვორიორზმა საკუთარ „ორაკლ არენაზე“ წაგებული მატჩის გამო ლეიკერსთან საკადრისი რევანში აიღო. მოქმედმა ჩემპიონმა ტრავმებით გაწამებული ლოსანჯელესური გუნდი 19 ქულით, 130-111 დაამარცხა. სტივ კერის გუნდში საუკეთესო კლეი ტომპსონი გამოდგა, რომელმაც 10 სამქულიანი ჩააგდო. ჯამში კლეის მონაგარი 44 ქულაა. სტეფ კარიმ 11 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა კევინ დიურანტმა. ლეიკერსის რიგებში ყველაზე მეტი 18 ქულა ივიცა ზუბაცმა დააგროვა. 17 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში ბრენდონ ინგრამმა. 16 ქულა ჰქონდა კაელ კუზმას.

ნიუ იორკი – ოკლაჰომა 109-127
კლივლენდი – ჩიკაგო 88-104
ვაშინგტონი – დეტროიტი 101-87
მილუოკი – დალასი 116-106
ატლანტა – ორლანდო 103-122
ბრუკლინი – საკრამენტო 123-94
მემფისი – ნიუ ორლეანი 85-105
ბოსტონი – მაიმი 107-99
ფილადელფია – ჰიუსტონი 121-93
იუტა – პორტლენდი 104-109