Time-მა წლის პერსონად "დუმილის დამრღვევი" ქალები დაასახელა
Time-მა წლის პერსონად "დუმილის დამრღვევი" ქალები დაასახელა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა წლის პერსონად ის ქალები დაასახელა, რომლებმაც დუმილი დაარღვიეს და მათზე განოხრციელებულ სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრეს.

ხმების დათვლის შედეგად მეორე ადგილზე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მესამეზე კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი გავიდა.

ჟურნალის Time-ი წლის ადამიანს  1927 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ასახელებს.

2017 წლის ბოლოს კამპანია #MeToo (#მეც) დაიწყო, რომლის მონაწილეებიც ღიად ყვებიან მათზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ.

კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ პროდიუსერი იტალიელ მოდელს სექსუალურად ავიწროებდა.