ჰოლივუდელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ჰოლივუდელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ჰოლივუდელ პროდიუსერს, 67 წლის ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

გასულ თვეში ჰარვი ვაინშტანს სექსუალური ძალადობის ორ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ.

კერძოდ, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ მიიჩნიეს მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის დანაშაულებრივ სექსუალურ აქტში. 67 წლის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორი ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარეობს.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ ბრალდებები ათობით ქალმა გამოთქვა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და სალმა ჰაიეკმა.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულმა ბრალდებებმა საფუძველი დაუდო კამპანიას Me too.