სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქია ნიუსი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს სასამართლომ ვაინტაინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ სცნო. ვაინშტაინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

67 წლის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორი ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარეობს.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ ბრალდებები ათობით ქალმა გამოთქვა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და სალმა ჰაიეკმა. ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულმა ბრალდებებმა საფუძველი დაუდო კამპანიას Me too.