ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ნაფიცმა მსაჯულებმა სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ნაფიცმა მსაჯულებმა სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი მანჰეტენის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. სასამრათლომ ის დამნაშავედ ხუთიდან ორი პუნქტით ცნო.  კერძოდ, ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ მიიჩნიეს მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის დანაშაულებრივ სექსუალურ აქტში. ვაინშტაინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინი უფრო მძიმე ბრალდებებში გაამართლა, მათ შორის ის უდანაშაულოდ მიიჩნიეს პირველი ხარისხის გაუპატიურებაში.

67 წლის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ორი ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარეობს.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მის წინააღმდეგ ბრალდებები ათობით ქალმა გამოთქვა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა გვინეტ პელტროუმ, ანჯელინა ჯოლიმ და სალმა ჰაიეკმა. ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულმა ბრალდებებმა საფუძველი დაუდო კამპანიას Me too.

დატოვე კომენტარი