The Business of Fashion - „ბალენსიაგა“ მოდის ყველაზე განხილვადი ბრენდია
Balenciaga მოდის ყველაზე განხილვადი ბრენდია, – ამის შესახებ ინფორმაციას The Business of Fashion-ი ავრცელებს.
65 მილიონი მყიდველისა და 12 000 ბრენდის შესწავლის შემდეგ, გამოცემა მივიდა დასკვნამდე, რომ ესპანური მოდის სახლი ყველაზე განხილვადი ბრენდი გახდა და გაუსწრო ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან Gucci და Chanel-ი.
სენსაციური, – ასე აფასებენ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მოღვაწეობას „ბალენსიაგაში“.