დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილი უკვე იყიდება
დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილი უკვე იყიდება

ვეტმანის“ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილი უკვე იყიდება, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

პირველი ნაკადი მოიცავს მაისურებს წარწერით საქართველო / Georgia შავ, თეთრ და ცისარტყელას ფერებში. მაისურების ღირებულება 460 დოლარია.

ვეტმანი“ ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წლის დასაწყისში შექმნეს.

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ქართული წარწერებითა და მკვეთრად გამოხატული ქართული იდენტობით დემნა გვასალიამ აფხაზეთის ომისა და ქართველთა გენოციდის, ასევე საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ტრაგედია მოყვა.

მაისურებსა თუ შარვლებზე დატანილი ქართული წარწერები მნიშვნელოვანი გზავნილებით -„სოხუმი“, „თავისუფალი ზონა“, „უფალო შეგვიწყალენ“,  ქურთუკები საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, უკრაინის დროშებით. ნიღბები, სპეცდანიშნულების რაზმის უნიფორმა, გერბები – ეს ყველაფერი ქართველმა დიზაინერმა 90-იანი წლების სტილში გადაწყვიტა.

დემნა გავასალიამ კოლექცია პირველ ივლისს წარმოადგინა.