დემნა გვასალიას ახალმა ტრენდმა მოდის კრიტიკოსები და მსოფლიო მედია აალაპარაკა

14:30, 09.03.2018

Vetements_ის და Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მოდის კრიტიკოსები და მსოფლიო მედია ისევ აალაპარაკა.

Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, ბაზარზე ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი Vetements-ის  ჩაკეცილი ფეხსაცმელი გამოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ ბრენდის ოფიციალურ  ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. ფეცხსაცმლის ღირებულება თავდაპირველად 1400 დოლარამდე იქნება.

დემნა გვასალიამ ფეხსაცმელი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ფარგლებში წარმოადგინა.

 

მსგავსი