დემნა გვასალიას ახალმა ტრენდმა მოდის კრიტიკოსები და მსოფლიო მედია აალაპარაკა
Vetements_ის და Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მოდის კრიტიკოსები და მსოფლიო მედია ისევ აალაპარაკა.
Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, ბაზარზე ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი Vetements-ის ჩაკეცილი ფეხსაცმელი გამოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა. ფეცხსაცმლის ღირებულება თავდაპირველად 1400 დოლარამდე იქნება.
დემნა გვასალიამ ფეხსაცმელი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ფარგლებში წარმოადგინა.