ლონდონში, მოდის დაჯილდოებაზე წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად დემნა გვასალია დასახელდა
ლონდონში, მოდის დაჯილდოებაზე წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად დემნა გვასალია დასახელდა

ლონდონში, „ალბერტ ჰოლში“ გამართულ The Fashion Awards 2018-ის დაჯილდოებაზე წლის აქსესუარების საუკეთესო დიზაინერად „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია დასახელდა.

წლის დიზაინერი „ვალენტინოს“ შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიერ პაოლო პიჩოლი გახდა.

2018 წლის მთავარი ბრენდის ჯილდო იტალიურმა მოდის სახლმა „გუჩიმ” მოიპოვა.

წლის ურბანული ბრენდის ტიტულის მფლობელი ვირჯილ აბლო გახდა. წლის მოდელი კი, 90-იანი წლების სუპერ მოდელის, სინდი კროუფორდის შვილი კაია გერბერი.

საღამოს მთავარი მოულოდნელობა დაჯილდოებაზე მეგან მარკლის გამოჩენა იყო. ორსულმა ჰერცოგინიამ წლის ბრიტანელი დიზაინერის ნომინაციაში გამარჯვებული, კლერ უაით კელერი წარადგინა. სწორედ კლერმა იზრუნა მეგან მარკლის საქორწილო კაბაზე. ცერემონიაზე მეგანი,, ჟივენშის” კაბით წარსდგა.

დატოვე კომენტარი