„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერს ბექა წიქარიშვილს წვრილმანი ხულიგნობისათვის მოსამართლემ 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
12 მაისს კლუბ „ბასიანში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები და წიქარიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო გამოიკვლიეს.
მოსამართლემ განმარტა, რომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ბექა წიქარიშვილის მხრიდან არ ყოფილა, რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, ამ ნაწილში მას 100 ლარიანი ჯარიმა (რუპორის) გამოყენების გამო დაეკისრა.