ტესლა განახლებადი ენერგიის შემნახველ უზარმაზარ ბატარეათა სისტემას ქმნის
ტესლა უდიდესი ბატარეების წარმოებას აანონსებს. მისი სახელი „მეგაპაკი“ იქნება და შეიქმნება ენერგიის შემნახველი მსხვილი პროექტების ინსტალაციის პროცესის გასამარტივებლად.
თითოეულ „მეგაპაკს“ შეეძლება 3 მეგავატი საათი ენერგიის შენახვა და 1,5 მეგავატი საათის ენერგიის გარდაქმნა მუდმივი დენიდან (DC) ცვლად დენად (AC) ისე, რომ მოსახლოებამ გამოიყენოს.
ინდუსტრიული ზომის საკუთარ ბატარეებს, სახელად „ფაუერპაკს“ ტესლა მსხვილმასშტაბიანი პროექტებისთვის აქამდეც იყენებდა, მაგრამ როგორც კომპანია აღნიშნავს, „მეგაპაკს“ 60 პროცენტით მეტი ექნება ენერგიის სიმკვრივე.
ტესლას განცხადებით, „მეგაპაკის“ სისტემა გაცილებით იაფია და უფრო სწრაფად დამონტაჟდება, ვიდრე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სადგური; გარდა ამისა, „მეგაპაკს“ შეუძლია ქარის ტურბინების ან მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიის შენახვაც.
„მეგაპაკი“ კალიფორნიაში დამონტაჟდება და გამოიყენებს ელექტრომობილებისა და ენერგიის მწარმოებელი კომპანია. სისტემის გამოყენება მოხდება მაშინ, როცა ენერგიის მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ადგილობრივი სადგურები უზრუნველყოფენ მიწოდებას.
„შემნახველი ბატარეები სრულიად გარდაქმნის გლობალურ ელექტროქსელს და წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან ელემენტს მსოფლოს განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესში“, — ნათქვამია ტესლას განცხადებაში.
2017 წელს ტესლამ ავსტრალიაში „ფაუერპაკი“ დაამონტაჟა. კომპანიის განცხადებით, ის მსოფლიოში უდიდესი ლითიუმ-იონის ბატარეებია, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება ადგილობრივ ელექტროქსელებს. ექსპლუატაციის პირველივე წელს, პროექტმა ამ სფეროში დანახარჯები თითქმის 40 მილიონით აშშ დოლარით შეამცირა.
ენერგიის შემნახველი სისტემები ტესლას ენერგეტიკის ბიზნესში სულ უფრო მეტ წილს იკავებს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.